„სამოქალაქო ინიციატივების ასოციაცია“ (სია) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ძლიერი, ჯანსაღი, აქტიური, განათლებული და ტოლერანტული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.
„სამოქალაქო ინიციატივების ასოციაციის“ საქმიანობის მისიაა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა:
• დემოკრატიის საუკეთესო პრაქტიკისა და პრინციპების დამკვიდრებით; • თვითმმართველობის განხორციელების პროცესში საზოგადოების ჩართულობის ხარისხის ამაღლებით; • სამართლის, ეკონომიკის, გარემოს დაცვის, ადამიანის უფლებებისა და სხვა სფეროებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით; • სხვადასხვა დონის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების ხელშეწყობითა და მონიტორინგით; • ადამიანის უფლებების, მათ შორის რელიგიური და ეროვნული უმცირესობების, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვითა და მათი ინტეგრაციის ხელშეწყობით; • ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობით, მათ მიერ თავისუფალი დროის რაციონალური გამოყენებისა და ინოვაციური იდეების მხარდაჭერით; • ინტერკულტურული დიალოგის, თანაშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობით; |