სამოქალაქო ინიციატივების ასოციაცია (სია) დაფუძნდა 2013 წლის 28 თებერვალს
- ივლისი, 2013 წელი - სია-მ ასოციაცია ტოლერანტთან და საერთაშორის ორგანიზაცია World Vision-თან ერთად დაგეგმა და ჩაატარა საქმევლმოქმედო აქცია ყოფილი პატიმრის ოჯახის დასახმარებლად ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, საქართველო
- სექტემბერი, 2013 წელი - სია'ს სამი წარმოამდგენელი გაცვლითი ვიზიტით იმყოფებოდნენ სომხეთში ლორის, შირაქისა და თავუშის მაზრაში მომუშავე ორგანიზაციებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში
- სექტემბერი, 2013 წელი - სია-ს ორი წარმოამდგენელი იყო მიპატიჟებული და დაესწრო საერთაშორისო ტრენინგს კიშინოვში (მოლდოვა) თემაზე "მისს რეპრეზენტატულობა - დავამსხვრიოთ გენდერული სტერეოტიპები"
- ივლისი - ოქტომბერი, 2013 წელი - სია'ს სამმა წარმომადგენელმა "ეთნიკურ უმცირესობათა საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის" ფარგლებში დატრენინგდნენ ადვოკატირების, ფონდების მოძიებისა და საგრანტო აპლიკაციების მომზადებისა და ორგანიზაციული მართვის მიმართულებით
- სექტემბერი, 2013 წელი - სამოქალაქო ინიციატივების ასოციაცია“ გახლდათ ოფიციალური პარტნიორი ორგანიზაცია საერთაშორისო პროექტში „ყურადღება! ახალგაზრდები ხმას იღებენ და აკეთებენ!“, რომელიც განხორციელდა ახალგაზრდები მოძრაობაში პროექტის ფარგლებში (მოქმედება 3.1) ევრო კავშირის მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობით თურქეთში, ქალაქ ანკარაში. ტრენინგში მონაწილეობას იღებდა ორგანიზაციის სამი წარმომადგენელი.
- ოქტომბერი, 2013 წელი - სამოქალაქო ინიციატივების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიწვეული იყო და დაესწრო რეგიონულ კონფერენციას სომხეთში, ქ. სტეფანავანში სახელწოდებით: „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ტერიტორიული თანამშრომლობის განვითარება: სომხეთი - საქართველოს ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა“
- ოქტომბერი, 2013 წელი - თბილისში 19 ქვეყნის 29 ორგანიზაციის წარმომადგენელთან გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა ერთ წლიანი პროგრამის „GoGreen” თემაზე სპორტი და მდგრადი განვითარება, სადაც სამოქალაქო ინიციატივების ასოციაცია იყო საქართველოს მხრიდან წარმომადგენელი მხარე. პროგრამა ხორციელდებოდა ევრო კომისიის ფინანსური მხარდაჭერით
- ნოემბერი, 2013 წელი - მიიღო პირველი მცირე გრანტი ”მრავალფეროვნება - ჩვენი სიძლიერე”. დაფინანსებულია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მიერ სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა საქართველოში პროგრამის პარგლებში